Saturday, June 9, 2018

პროექტის აღწერა


პროექტის სახელწოდება:  
                             წიგნიერება ჩვენს თანატოლებში
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
      მოსწავლეები შეისწავლიან თანატოლებში წიგნის კითხვის პრობლემას (10-11 წლის) , დაგეგმავენ ღონისძიებებს აღმოჩენილი პრობლემებიდან გამომდინარე, მოაწყობენ საღამოებს კითხვის პოპულარიზაციის მიზნით
პროექტის აქტუალობა:
     მოსწავლეები გაიაზრებენ წიგნის კითხვის მნიშვნელობას და მიხვდებიან რამდენად საჭიროა კითხვა  საკუთარი ინტელექტის   დონის ამაღლებისათვის, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის 
როექტის მიზნები:
  მოსწავლეები კონკრეტული საკითხის კვლევის შედეგებს დაამუშავებენ სტატისტიკური მახასიათებლებით, მოახდენენ ანალიზს
ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    გამოკითხვების შემდეგ მოსწავლეები შექმნიან ცხრილებს,  დიაგრამებს და მოახდენენ თავიანთი შედეგების პრეზენტაციას. მოაწყობენ ღონისძიებებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, კალმები, კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  კომპიუტერის ეპოქაში მოსწავლეებმა დაივიწყეს წიგნის კითხვა და მიეჯაჭვნენ კომპიუტერს, ამიტომ  მოსწავლეებმა გადაწყიტეს გამოიკვლიონ, რამდენად უყვართ მათ თანატოლებს წიგნის კითხვა, რა ჟანრის წიგნებს კითხულობენ, რა სურთ წაიკითხონ.   მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, მოხდება ჯგუფებში მოსწავლეების როლების განაწილება. დადგინდება თვითოეული ეტეპების შესრულების დრო, წინასწარ შედგენილი კითხვარების გამოყენებით მოახდენენ გამოკითხვას, რომლებსაც ინტერვიურებთან წინასწარ შეათანხმებენ. მოძიებეულ მასალებს დაამუშავებენ, შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს, შექმნიან პრეზენტაციას. დაგეგმავენ ამ პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო გზებს, მოაწყობენ ლიტერატურულ საღამოებს, მოიწვევენ თანამედროვე მწერლებს, წიგნის კითხვით ნაკლებად დაინტერესებულ მოსწავლეებს შესთავაზებენ თავიანთი საყვარელი წიგნების წაკითხვას. დადგამენ პატარა სკეჩებს და ამ მოსწავლეებს სთხოვენ მონაწილეობის მიღებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  მათ. V.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
     მათ. V.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
                  თამარ მაღრაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:           tamar.tamo.magradze@gmail/com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment