Monday, June 25, 2018

კროსვორდი





1











2











3












4












aa














6











7












8










9











10














11










12





















კითხვები
                                                                 (თარაზულად)

1.    სამკუთხედი, რომლის ორი გვერდი ტოლია
2.    კუთხის საზომი ერთეულია
3.    კუთხე, რომელიც გაშლილი კუთხის ¾-ია
4.    მეტრის 1/100 არის...
5.    ორი კუთხე, რომლებსაც ერთი გვერდი საერთო აქვთ და მეორე გვერდები ქმნიან გაშლილ კუთხეს.
6.    ნებისმიერი ფიგურის ყველა გვერდის ჯამი არის ამ ფიგურის ...
7.    პარალელოგრამი, რომლის ყველა გვერდი ტოლია ..
8.    3600-იან კუთხეს ეწოდება...
9.    100 კგ არის ერთი...
10. სრული კუთხის მეოთხედ კუთხეს ეწოდება ...
11. ორი წრფის გადაკვეთისას მიღებულ ტოლ კუთხეებს ეწოდება ...
12. ტოლფერდა სამკუთხედის ტოლ გვერდებს ეწოდება  ...







ელექტრონული სასწავლო რესურსი

რეფლექსია
კლასი: მე-5
მასწავლებელი: თამარ მაღრაძე
ელექტრონული რესურსის, კროსვორდის,  შექმნით  კიდევ ერთხელ გავიმეორეთ და განვამტკიცეთ  განვლილი მასალა.
თემად ავირჩიეთ: სიდიდეების გაზომვა და გეომეტრიული ფიგურები. ამ ტიპის დავალებები საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფებში მუშაობის უნარი, უყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობისა და   ანალიტიკური მსჯელობის უნარი. კროსვორდი სრულიად შეესაბამება ესგ- მიზნებსა და შედეგებს.
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი:
განვლილი მასალის გამეორება და განმტკიცება.
მათ. V.8. ადგენს მიმართებებს  ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას მისი კუთხეების მიხედვით (ბლაგვკუთხა,მართკუთხა, მახვილკუთხა).
იმის  გათვალისწინებით,რომ მათემატიკის  გაკვეთილი  მოითხოვს  დიდ  ძალისხმევას,გონების  აქტიურ  მუშაობას,მოსწავლეები მუდმივად   ჩართულები არიან,რომ არ გახდეს გაკვეთილი  დამღლელი,მოსაბეზრებელი,ამიტომ გადავწყვიტე  შემექმნა  ელექტრონული რესურსი.
ჩემ მიერ შექმნილი  რესურსი გაკვეთილზე  ეფექტური გამოდგა მოსწავლეთათვის;გაკვეთილი  გამოვიდა  თან ხალისიანი და თან  შემოქმედებითი.
გაკვეთილმა ჩაიარა ხალისიანად. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, ასეთი ტიპის გაკვეთილები  ჩატარდეს ყოველი თემის დასრულების შემდეგ.

       







ნორჩი მათემატიკოსი


ნორჩი მათემატიკოსი

1.  რა ციფრით ბოლოვდება 1*2*3*4*5*6*7*8*9  ნამრავლის მნიშვნელობა?
ა) 0-ით      ბ) 8-ით     გ) 4-ით    დ) 6-ით    ე) 2-ით
2.ზეგ გავა ხუთი დღე მას შემდეგ, რაც  გამოცდა ჩავაბარე. რა დღეს ჩავაბარე გამოცდა, თუ ზეგის ხვალ ხუთშაბათია?
ა) პარასკევი      ბ) კვირა     გ) ორშაბათი    დ) ოთხშაბათი     ე) სამშაბათი
3.ყუთში ჩაყრილია ორი ფერის ბურთები  5 ლურჯი და 4  წითელი. ყუთში ჩაუხედავად, სულ მცირე რამდენი ბურთი უნდა ამოვიღოთ, რომ მათ შორის აუცილებლად იყოს 1 ლურჯი ბურთი?
ა) 4          ბ) 5            გ) 6         დ) 7           ე) 8
4.ნინოს აქვს 90 ლარი, თამუნას - ლალიზე 20 ლარით ნაკლები, მაიას - თამუნაზე 50 ლარით მეტი, ლელას - მაიაზე 10 ლარით ნაკლები და ნინოზე 2-ჯერ ნაკლები. რამდენი ლარი აქვს თამუნას?
ა) 4      ბ) 5     გ) 6    დ) 7    ე) 8
5.3-მეტრიანი 40 ცალი მორი უნდა დაიხერხოს ნახევარმეტრიანებად. რამდენი გადახერხვაა  ამისათვის საჭირო თუ მორებს სათითაოდ დავხერხავთ?
ა) 250         ბ) 100        გ) 150       დ) 180      ე) 200
6.წიგნში მოთხრობა იწყება 61-ე გვერდიდან. ნიკა ყოველდღიურად კითხულობდა 35 გვერდს და 6 დღეში დაამთავრა ამ მოთხრობის წაკითხვა. რომელ გვერდზე მთავრდება მოთხრობა?
ა) 271         ბ) 272        გ) 273        დ) 270        ე) 269
7.რამდენითაა მეტი უმცირესი ოთხნიშნა რიცხვი იმ უდიდეს სამნიშნა რიცხვზე, რომლის ციფრებიც განსხვავებულია?
ა) 12        ბ) 37        გ) 43       დ) 49        ე) 13
8.ახლა დილის 7 საათია, 20 ივნისი. რა რიცხვი იყო 254 საათის წინ?
ა) 10 ივნისი      ბ) 11 ივნისი     გ) 9 ივნისი     დ) 12 ივნისი       ე) 13 ივნისი
9.ავტობუსში იმყოფება რამდენიმე მგზავრი. პირველ გაჩერებაზე ამოვიდა 6 და ჩავიდა 11, ხოლო მეორე გაჩერებაზე ამოვიდა 15 და ჩავიდა 7. რამდენი  მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსში პირველ გაჩერებამდე, თუ ავტობუსის მეორე გაჩერების შემდეგ მგზავრთა რიცხვი გახდა 40?
ა) 31          ბ) 37             გ) 39         დ) 34             ე) 42
10.მოტოციკლი  მოძრაობდა თანაბრად. 6 წუთში მან გაიარა 4 კმ. რამდენი კმ გაიარა მოტოციკლმა 15 წუთში?
ა) 20           ბ) 5           გ) 30            დ) 10           ე) 12

1
2
3
4
5
6
7
8
9
10



























ელექტრონული სასწავლო რესურსი

რეფლექსია
ტესტები
კლასი: მეხუთე
მასწავლებელი: თამარ მაღრაძე
ელექტრონული რესურსის, ტესტური ტიპის ამოცანების, შედგენის ძირითადი პირობა იყო , მოსწავლემ შესძლოს რეალური ვითარების ტესტური ამოცანების სიტყვიერი აღწერის მიხედვით შეადგინოს რიცხვითი გამოსახულება, მოახდინოს რიცხვებზე მოქმედებათა თვისებების გამოყენებით რიცხვითი გამოსახულების პოვნა, ასეთი ტიპის ტესტების ამოხსნისას მოსწავლეს უვითარდება რაციონალური გზების შერჩევის უნარი.
თემად არჩეული იქნა: რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენისა და გამარტივების მეთოდები.
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი:
განვლილი მასალის გამეორება და განმტკიცება.
მათ. V.6. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება ამოცანის ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას, უტოლობასა ან განტოლებას (რომელშიც უცნობი არის ტოლობის მხოლოდ ერთ მხარეს);
იყენებს შეკრებისა და გამრავლების კომუტაციურობას, ასოციაციურობას და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობის თვისებებს (ერთი ცვლადის შემცვლელი ასოითი გამოსახულების გასამარტივებლად)
გაკვეთილმა ჩაიარა საკმაოდ საინტერესოდ. ასეთი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებს უვითარებთ კანონზომიერების აღმოჩენის, ჰიპოთეზის  შემოთავაზების, მისი კრიტიკული ანალიზისა და ჩაწერის უნარებს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნისას, რაციონალური გზის ძიება  ბევრად ამარტივებს ამოცანის ამოხსნას, ამცირებს შრომატევად გამოთვლებს. ბოლოს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ხშირად ჩატარდეს ასეთი ტიპის გაკვეთილები ,რადგან უფრო განუვითარდეთ ანალიტიკური აზროვნების, ამოცანის რაციონალური  გზების  პოვნის,  კრიტიკული აზროვნების უნარები.